22 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
"ცახალმა" ლიბანში "ჰესბოლას" 300-ზე მეტ ობიექტს დაარტყა

უკიდურესად დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. "ცახალმა" ლიბანში "ჰესბოლას" 300-ზე მეტ ობიექტს დაარტყა.

მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ლიბანის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად ლიბანში უკვე 2 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

იერიში მოხდა ლიბანის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საავადმყოფოს შესასვლელთან, 4 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დაშავდა 24 მოქალაქე.

იერიშამდე ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერმა ლიბანის მოსახლეობა შეტევის შესახებ გააფრთხილა და ევაკუაციისკენ მოუწოდა. პარალელურად გრძელდება "ჰესბოლას" თავდასხმები. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ღამით ისრაელის მიმართულებით 170 მდე ჭურვი გაუშვა.

დღის ამბები