22 ოქტომბერი 2024,   11:27
ვრცლად
ზურაბიშვილი გახდა რადიკალური ოპოზიციის პირადი პრეზიდენტი - გივი მიქანაძე

პრეზიდენტის იმპიჩმენტის მორიგი მცდელობა - საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოში პროცედურები დაასრულა, ახლა საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელს არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა არ ექნება. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა 9 საკითხთან დაკავშირებით იკვეთება.

"ქართულ ოცნებაში" ასევე აღნიშნავენ, რომ ის ნეიტრალური პოზიციონირებიდან გამოვიდა და რადიკალური ოპოზიციის პირადი პრეზიდენტი გახდა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის პირადი პრეზიდენტი გახდა.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურ კონტექსტში ასევე სამართლებრივ კონტექსტში, რომ იმპიჩმენტი განხორციელდეს, გამომდინარე იქიდან რომ 9 საკითხთან დაკავშირებით იკვეთება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა. ის გახდა რადიკალური ოპოზიციის პირადი პრეზიდენტი," - ახცადებს გივი მიქანაძე. 

დღის ამბები