27 დეკემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში საშუალო მაჩვენებელია - შალვა პაპუაშვილი

"ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა.

ოთხ წელიწადში კი უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%).

ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის 21 წევრ ქვეყნას აქვს.

4%-ზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირში მხოლოდ ნიდერლანდებს, გერმანიას, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს და ჩეხეთს აქვს, საიდანაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 2,7% - ჩეხეთშია", - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები