22 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
2017 წლიდან მოყოლებული ქართველი ხალხის 90%-ის ნება ასახულია კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი - ვახტანგ ჩოჩია

კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია მოლდოვაში მიმდინარე პროცესები. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ იხსენებენ იმ უსამართლობას, რომელსაც საქართველო წააწყდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში.

ასევე, სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ მოლდოვას მოსახლეობის ნახევარს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი უნდა თუ არა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია აცხადებს, რომ სტატუსის მიღების დროს საქართელო უსამართლობას წააწყდა. 

"2017 წლიდან მოყოლებული ქართველი ხალხის 90%-ის ნება არის ასახული კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა.

ევროკავშირის სტატუსის მიღების დროს საქართველო უსამართლობას წააწყდა, როდესაც ჯერ სტატუსი მოლდოვას მისცეს, შემდეგ კი უკრაინას, რა დროსაც ვხედავთ, რომ მოლდოვის მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს გადაწყვეტილი, სურს თუ არა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო", - ახცადებს ჩოჩია. 

დღის ამბები