22 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

კლუბი "მგლები" საქართველოს კრივის ფედერაციისა და სამგორის რაიონის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შეიქმნა და 200-ზე მეტ მოზარდზეა გათვლილი.

დარბაზის გახსნაში ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა. ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი, "ქართული ოცნების" სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და გამგებლის მოადგილეც ესწრებოდნენ.

დღის ამბები