27 დეკემბერი 2024,   19:41
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტებმა სუმის ოლქს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი

უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტებმა სუმის ოლქს დაარტყეს. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. განადგურდა სახლები და ინფრასტრუქტურა. სამი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის იერიშებს დონეცკის ოლქში. დაჭრილია ორი.

ყველაზე ცხელ მიმართულებებად პოკროვსკი და კურახოვე სახელდება. რთული ვითარებაა ჩასივ იარშიც, გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს, რომ ქალაქი რუსეთის ძალებმა ალყაში მოაქციეს და მათ უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლეს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინა ამერიკისგან 800 მილიონს მიიღებს, ამის შესახებ ზელენსკიმ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თანხით უკრაინული დრონების წარმოებას დააფინანსებენ.

 

დღის ამბები