22 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, ჩვენ პატივს ვცემთ შედეგს და ვიმუშავებთ ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელმძღვანელობასთან - პაველ ჰერჩინსკი

არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრა გაიმართება. პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, ყველაფრის მიზეზი ომია, რომელმაც ყველანაირი ურთიერთობები გაამძაფრა. ომის დასრულების შემდეგ კი სიტუაცია შეიცვლება.

მისივე თქმით, ამას ორმხრივი დამოკიდებულება სჭირდება. ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის, სანქციებს, ოპოზიციის სცენარებს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მიზნებს, ქვეყნის ევროპულ გზას, კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, არჩევნებს, 26 ოქტომბრის შემდგომ პერიოდსა და ომის საფრთხეებს.

"ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ გაიხსენა, როგორ შესთავაზა ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიზანული მოძრაობის შექმნა და ომში ჩართვა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სრული ნდობა მაქვს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი - ჩვენ პატივს ვცემთ შედეგს და ვიმუშავებთ ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელმძღვანელობასთან.

"ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული პროექტი ისტორიაში: მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეღო კარი საქართველოსთვის და გვსურს ის გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, ჩვენი კოლექტიური მომავალი ერთად გადავწყვიტოთ. ახლა ქართველების დროა გადაწყვიტონ თუ მათ სურთ შემოგვიერთდნენ და გახდნენ ევროკავშირის წევრი. იმედია ქართველები არ გაუშვებენ ამ
შესაძლებლობას ხელიდან. სრული ნდობა მაქვს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი - ჩვენ პატივს ვცემთ შედეგს და ვიმუშავებთ ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელმძღვანელობასთან. ევროკავშირის გადასაწყვეტი არაა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები არჩევნებამდე, არჩევნების დროს თუ არჩევნების შემდეგ.ეს ქართველი ხალხის არჩევანია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები