22 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
ეს არის ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ ღირებულებებზე და რომლის მიზანია  შეინარჩუნოს მშვიდობა, განვითარება, მოკლე ვადაში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა - გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი პოსტულატი იყო ის, რომ "ქართული ოცნება" უკვე 12 წელია საქმით ამტკიცებს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია ეროვნულ ღირებულებებზე, ქვეყნის ინტერესებზე და რომლის მიზანი არის, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

მისი განმარტებით, ივანიშვილის ინტერვიუ მმართველი გუნდის სლოგანის შინაარსს უკავშირდებოდა, რომელიც არა მხოლოდ სლოგანია, არამედ ეს არის საქმით და შედეგებით გამყარებული მოცემულობა.

"ამ ინტერვიუს მთავარი პოსტულატი, სავარაუდოდ, რასაც ჩვენი საზოგადოება გაიგებდა არის ის, რომ "ქართული ოცნება" არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, უკვე 12 წელიწადია მთელს საზოგადოებას და მთელს ჩვენს პარტნიორებს საერთაშორისო დონეზე უმტკიცებს იმას, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია ეროვნულ ღირებულებებზე, ქვეყნის ინტერესებზე და რომლის მიზანი არის, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და ის მიზანი იქნეს მიღწეული მოკლე ვადაში, რასაც თითოეული ქართველი ელოდება, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ზუსტად ამ პრინციპებიდან გამომდინარე შეირჩა წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის სლოგანი - "მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ". თუ ჩვენ ვნახავთ იმ ინტერვიუს შინაარსს, ვნახავთ, რომ ყველა კონტექსტში ეს მხოლოდ ამ სლოგანს უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ სლოგანი, ეს არის საქმით და შედეგებით გამყარებული მოცემულობა. საპატიო თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-თან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია. გუშინდელმა ინტერვიუმ ყველაფერს ნათელი მოჰფინა. საპატიო თავმჯდომარემ დაასახელა ის კონკრეტული მიზეზები, რატომაც არ ხდებოდა აქამდე ამ შეხვედრის ორგანიზება და როგორც კი ეს მოცემულობა აღმოიფხვრა, ელჩთან კომუნიკაციის დამყარება მისივე ინიციატივით მოხდა. არჩევნების შემდეგ იგეგმება ეს შეხვედრა და ის აუცილებლად შედგება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები