22 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
ეს არჩევნები მათთვის სავალალოდ დასრულდება, საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს საზოგადოება 26 ოქტომბერს, შემდეგ უკვე მოუწევთ სასამართლოში წარდგენა - რატი იონათამიშვილი ენმ-ზე

"ნაცები" ვერ იტანენ წარმატებულ ადამიანებს, ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს და შესაბამისად დრო და დრო გვახსენებენ იმ მავნე ბუნებას, რომელიც მათ ჰქონდათ, როდესაც ტერორში ჰყავდათ მთელი ქვეყანა", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" სახე საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს და მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მათთვის სავალალოდ დასრულდება.

"ნაცები" ვერ იტანენ წარმატებულ ადამიანებს, ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს და შესაბამისად, დრო და დრო გვახსენებენ იმ მავნე ბუნებას, რომელიც ჰქონდათ, როდესაც ტერორში ჰყავდათ მთელი ქვეყანა და ამ ქვეყნის მოქალაქეებს არა მხოლოდ აწამებდნენ, არამედ პირდაპირ ქუჩებში კლავდნენ.

შესაბამისად, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ის სახე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს და კარგია, რომ რამდენიმე დღით ადრე არჩევნებამდე, ისინი კიდევ ერთხელ ახსენებენ საკუთარ ტოტალურ ძალადობრივ ბუნებას და ამიტომაც იქნება, რომ ეს არჩევნები მათთვის ძალიან სავალალოდ დასრულდება, ჯერ საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს ჩვენი საზოგადოება 26 ოქტომბერს, რომელიც გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება, ხოლო შემდეგ უკვე მოუწევთ სასამართლოში წარდგენა", - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები