22 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში ტურნე დაიწყო

ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში ტურნე დაიწყო. სახელმწიფო მდივანი თელ-ავივში ჩავიდა, სადაც ისრაელის მთავრობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან.

2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში, ეს ბლინკენის მეთერთმეტე ვიზიტია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, საკითხზე, იორდანიისა და კატარის ლიდერებსაც შეხვდება.


დღის ამბები