22 ოქტომბერი 2024,   19:40
ვრცლად
აშშ-ში 11 წლის მოზარდმა 3 წლის ბავშვი მოკლა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, სან ანტონიოში მოზარდმა მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვმა დატენილი იარაღი პარკინგზე გაჩერებული მანქანიდან აიღო და გაისროლა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, მანქანაში ქალი და სამი ბავშვი იმყოფებოდა. 3; 2 და 11 წლის ბავშვები ავტომობილის უკანა სავარძელზე ისხდნენ. მათგან უფროსმა, დატენილი იარაღი ავტომობილის საბარგულიდან აიღო. შემთხვევითი გასროლის შედეგად, მან ყველაზე პატარა ასაკის ბავშვი მოკლა.

პოლიციის უფროსის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა საშინელი ტრაგედიაა. 

მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დღის ამბები