22 ოქტომბერი 2024,   19:42
ვრცლად
"სატელევიზიო საშუალებებში პროცესის გაშუქება მთავრობის სასარგებლოდ ხდებოდა" - მოლდოვაში გამართული არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისია პირველად დასკვნას ავრცელებს

მოლდოვაში 20 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შესახებ, ეუთოს სადამკვირვებლო მისია პირველად დასკვნას ავრცელებს.

25 გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეებისთვის არ იყო თანაბარი გარემო უზრუნველყოფილი, ასევე კენჭისყრამდე მედია წინასაარჩევნო კამპანიას ხელისუფლების სასარგებლოდ აწარმოებდა. ხოლო, არჩევნებთან დაკავშირებული დავები ეფექტურად არ გადაწყვეტილა.

"ეუთოს" დასკვნით, საერთო ჯამში, არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული.
 
"გარემო ხასიათდება შეშფოთებით, რომელიც უკანონო უცხო ჩარევას და დეზინფორმაციის მიზნით ცილისწამების ძალისხმევას უკავშირდება. ამან გავლენა იქონია პროცესის სისრულეზე. ამას გარდა არ იყო უზრუნველყოფილი მონაწილეებისთვის თანაბარი პირობები.

ერთდროულად მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის კამპანიები - სატელევიზიო საშუალებებში პროცესის გაშუქება მთავრობის სასარგებლოდ ხდებოდა, რამაც არ უზრუნველყო თანაბარი შესაძლებლობები.

აღინიშნა კამპანიებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამას გარდა, შეზღუდული იყო საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტურობა, ზოგიერთი სადავო საქმის გადაწყვეტის დროს არ იყო დაცული დავის გადაწყვეტის თარიღები", - განაცხადა "ეუთოს" საგანგებო კოორდინატორმა, ლუსიე პოტუკოვმა.

დღის ამბები