22 ოქტომბერი 2024,   19:41
ვრცლად
"არის კონსტიტუცია, პრეზიდენტის ვალდებულებები, რომელსაც არ ასრულებს და ვალდებული ხარ არ დატოვო მავნებლობა ჩვეულებრივ პროცესად" - გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

"ეგ ხომ მარიონეტია, რაღაც ერთი მომენტის ფუნქცია უნდა შეასრულოს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, "დღის კურიერის" ეთერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მით უმეტეს ასეთ პოლიტიკურ დონეზე, ზურაბიშვილის მიმართ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს:

"ეგ ხომ მარიონეტია, რაღაც ერთი მომენტის ფუნქცია უნდა შეასრულოს, თუმცა არ უჯერებენ ახლა, ეს ტექნიკური მთავრობა, პრემიერ-მინისტრი რაღაც თავისი ამპარტავნებით შემოიტანა, რაც კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, სულ რომ არაფერი გააკეთოს და არ ჩაანაცვლოს სააკაშვილი, მთლიანად ყველაფერი "რადიკალური ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", ზურაბიშვილი ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერი გახდა, ყველას მოაწერინა ქარტიაზე ხელი და ახლა ცდილობს აიღოს სადავეები, მაგრამ ეს იმასთან არაფერ შუაშია. როდესაც ადამიანი კონსტიტუციას არღვევს და ამის შემდეგ კონკრეტული კანონის მუხლს ან კონსტიტუციას არღვევს, სახელმწიფო ვალდებულია, მით უმეტეს ასეთ პოლიტიკურ დონეზე, გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება იმის მანიფესტაცია, რომ აქ არის განუკითხაობა. ერთხელ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობამ" დაუჭირა მხარი.

თავად იმპიჩმენტი კი არ არის სიმბოლური, აი ეს ვადა არის სიმბოლური, რომ დაამთავრებს და წავა. იმპიჩმენტი არის ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ელემენტარულად იმსახურებს. მნიშვნელობა არ აქვს ზურაბიშვილი ქარტიის ლიდერია, მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა რადიკალური ოპოზიცია და ა.შ. მთელი სია შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მისი და ჩვენი პოლიტიკური შეუთავსებლობის, მაგრამ არის ცალკე მდგომი კონსტიტუცია, პრეზიდენტის ვალდებულებები, რომელსაც ის არ ასრულებს და ვალდებული ხარ არ დატოვო მავნებლობა ჩვეულებრივ პროცესად," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

დღის ამბები