22 ოქტომბერი 2024,   19:17
ვრცლად
"იმის შემდეგ, რაც გუშინ მოისმინეთ, არავის კითხვა არ ექნება, რატომ გადადგა გახარია" - გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს გიორგი გახარიამ ბრიფინგით უპასუხა. ყოფილ პრემიერზე ბიძინა ივანიშვილმა "იმედთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელები "ნაციონალური მოძრაობის" დამხმარე რგოლია და 2021 წელს გახარიას გადადგომა სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა.

ივანიშვილის განცხადებით, იცოდნენ, რომ "ქართული ოცნება“ არ იომებდა, რის გამოც მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული. გიორგი გახარიას და მისი პარტიის წევრებსაც მოუწევთ პასუხისგება - ამბობს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, რომელმაც ინტერვიუში ოპოზიციის სცენარზე, ომის საფრთხეზე, არჩევნებზე და მის შემდგომ პერიოდზე ვრცლად ისაუბრა.

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, არავის კითხვა არ გაუჩნდება რატომ დატოვა მან პრემიერ-მინისტრის პოსტი.

"ივანიშვილის ლოგიკას რომ მივყვეთ, უკრაინის ომის დაწყება მსოფლიოში არავინ არ იცოდა და მე ვიცოდი. იმის შემდეგ, რაც გუშინ მოისმინეთ, არავის კითხვა არ ექნება, რატომ გადადგა გახარია. თურმე, ვინც არ ეთანხმება პერსონალურად ივანიშვილს და "ოცნებას" ისინი ყველანი ქვეყნის მოღალატეები და ხალხის მტრები არიან. მე არც გავცემ პასუხის. მუქარა ივანიშვილის მხრიდან არ არის პირველი, მაგრამ რაც მოხდა პირველად, გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით, რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის წარმომადგენლებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები