23 ოქტომბერი 2024,   21:56
ვრცლად
"ქართული ოცნება" დასკვნით წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს - თბილისის ცენტრში მმართველი პარტიის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან

"ქართული ოცნება" დასკვნით წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს - თბილისის ცენტრში მმართველი პარტიის მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. ღონისძიების მთავარი და პოლიტიკური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება - სცენას დაიკავებენ "ქართული ოცნების" ლიდერები. ისინი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ.

ამ წუთებში კი შეკრების მონაწილეები თავისუფლების მოედანზე რამდენიმე მსვლელობით მიდიან - ერთ-ერთი მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან ახლა იწყება.

რუსთაველის გამზირი სრულად არის გადაკეტილი - საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

დღის ამბები