23 ოქტომბერი 2024,   21:54
ვრცლად
ჩვენს შვილებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, სტაბილური განვითარება და არა ის ნგრევა, რომელსაც კონკრეტული ძალები ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში მოაწყონ - ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მსვლელობას მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილური განვითარება, თუმცა არიან ქვეყნის შიდა და გარე ძალები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში ომის გაჩაღებას.

"ჩვენს სამშობლოს სჭირდება მშვიდობა და სტაბილური განვითარება, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში გააჩაღონ ომი. ჩვენს შვილებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, სტაბილური განვითარება და არა ის ნგრევა, რომელსაც კონკრეტული ძალები ცდილობენ რომ ამ ქვეყანაში მოაწყონ. ამიტომ, ყველამ დაინახოს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ პატივი სცენ ჩვენი ხალხის არჩევანს და ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილებას," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები