23 ოქტომბერი 2024,   21:52
ვრცლად
ქართველი ამომრჩეველი ირჩევს გზას უკეთესი მომავლისკენ, მშვიდობით და ღირსებით ევროკავშირისკენ და სტაბილური განვითარებით - მაკა ბოჭორიშვილი

"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მსვლელობას მმართველი გუნდის წევრები შეუერთდნენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და პარტიული სიის პირველი ოცეულის წარმომადგენელი, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ქართველი ამომრჩეველი ირჩევს გზას უკეთესი მომნავლისკენ მშვიდობით და ღირსებით ევროკავშირისკენ.

"ქართველი ამომრჩეველი ირჩევს გზას უკეთესი მომავლისკენ, მშვიდობით და ღირსებით ევროკავშირისკენ და სტაბილური განვითარებით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი და ჩვენმა მოქალაქეებმა იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში. ამას ირჩევს ქართველი ხალხი, რისი საფუძველიც არის პირველ რიგში მშვიდობა და სტაბილურობა," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები