24 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
"კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყანაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა" - კახა კალაძე "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გუშინ გამართული ღონისძიებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს.

მისი განმარტებით, გუშინდელი შეკრება მესიჯი იყო ქვეყნის შიდა და გარე ძალებისთვის, რომ ხალხს ქვეყანაში სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა სურს.

"კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყანაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ასიათასობით ადამიან იყო გამოსული და ეს იყო მესიჯი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ ძალებისთვის, რომ ხალხს ქვეყანაში სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ღირსებით გვინდა ევროპულ;ი მომავალი. მთავარია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებულები და 26 ოქტომბერს უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, მშვიდობას და განვითარებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები