24 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
"მადლობა იმ ასი ათასობით გულანთებულ პატრიოტს, ვინც გუშინ, თბილისის შუაგულში ჩვენი სამშობლოს სიყვარულმა გააერთიანა" - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი, მადლობას უხდის მმართველი გუნდის იმ მხარდაჭერებს, რომლებიც გუშინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მისივე სიტყვებით, ასეთი მხარდაჭერა დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა "ქართული ოცნებისთვის".

"დიდი მადლობა იმ ასი ათასობით გულანთებულ პატრიოტს, ვინც გუშინ, თბილისის შუაგულში ჩვენი სამშობლოს სიყვარულმა გააერთიანა. მათი ასეთი მხარდაჭერა და გამარჯვების მუხტი არის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ჩვენთვის და ეს არის გარანტია, რომ ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დავიცვათ მშვიდობა, უზრუნველვყოთ კეთილდღეობა და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება "ქართული ოცნებისა" და საქართველოსთვის იქნება რეალური და ეს გაფორმდება 26 ოქტომბერს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები