26 ოქტომბერი 2024,   11:31
ვრცლად
დღეს სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება

დღეს სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

სამტრედიაში “ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის როლანდ ეცადეიშვილი, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან“ სერგო შანიძე, “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - მალხაზ იანტბელიძე.

ჩოხატაურში “ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის მინდია დოლიძე, “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - რომანი კალანდაძე.

ჩოხატაურისა და სამტრედიის საკრებულოების ყოფილ წევრებს - მიხეილ თავართქილაძესა და ილია მჟავიას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.

დღის ამბები