26 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
“პროვოკაციებს ველოდებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს“: ზაურ დარგალი

“პროვოკაციებს ველოდებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს“- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატმა ზაურ დარგალმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მეტად, ვის ინტერესშიც ნაკლებად შედის პროვოკაცია და უბნებზე პრობლემები, ეს “ქართული ოცნებაა“.

„მარნეულში ამ ეტაპისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ჩვენ პროვოკაციებს ველოდებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს და სხვადასხვა სახის პროვოკაციებს ეცდებიან. მე დღეს ხმა მივეცი მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ღირსებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო გაიმარჯვებს, დღეა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, ჩვენ ყველა ერთად მიცემთ ხმას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან გარემოში განვითარდეს და ღირსეულად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა ზაურ დარგალმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები