26 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

ხუციშვილმა ხმა საბურთალოს ოლქში, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. 

დღის ამბები