26 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
"ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, მშვიდობასა და იმ სტაბილურობას, რომელშიც ვითარდება ქვეყანა" - ზუკა რურუა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატმა, ზუკა რურუამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მისი განმარტებით, ხმა ქვეყნის კეთილდღეობას, მშვიდობასა და სტაბილურობას მისცა.

"დღეს, მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, პირველ რიგში, იმ სტაბილურობას, როგორც ვითარდება ქვეყანა და მშვიდობას, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და ვიყოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც ევროპაში იქნება წარმატებული.

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. [დღევანდელი დღე] არის გადამწყვეტი, რადგან დღეს ჩვენ დავინახავთ, ჩვენი ქვეყანა არის ეროვნული, თავის იდენტობაზე დამყარებული, თუ გარე ძალების მიერ მართული. ასე რომ, დღეს გადაწყდება ეს ყველაფერი", - განაცხადა რურუამ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები