26 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
"ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, რომელშიც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, ასეთი სიძულვილის ენა და პოლარიზაცია" - ბიძინა ივანიშვილი

"ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, რომელშიც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია," - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

მან საკუთარი არჩევანი მთაწმინდის პირველი ოლქის მეოთხე უბანზე დააფიქსირა.

"ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსების ზრუნავს და ცდილობს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს და გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხოურ ქვეყანას, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენ სამეზობლოში სამწუხაროდ მიმდინარეობს," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები