26 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებელი, ფრანკ შვაბე:“საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, მოგვიწვია. აქ იმისთვის ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნების დღეს პროცესები ორგანიზებულად მიმდინარეობს“

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, მოგვიწვია, - აცხადებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელი ფრანკ შვაბე.

“ვცდილობთ, შევაფასოთ, რამდენად სამართლიანია საარჩევნო პროცესი და როგორი იყო წინასაარჩევნო კამპანია. აქ იმისთვის ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნების დღეს პროცესები ორგანიზებულად მიმდინარეობს“, - განაცხადა ფრანკ შვაბემ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები