26 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
"დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია, ეს "ქართული ოცნებაა" - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია, "ქართული ოცნებაა".

"ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარეშე არაფერს არ აქვს ფასი. დღეს, ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში ისე, როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება. ერთადერთი პოლიტიკურ ძალა ეს არის "ქართული ოცნება, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს არიან ძალები რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველანაირი სიბინძურე ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. თუმცა, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენდნენ და შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მოვუწოდო, გააფერადეთ 41 ნომერი, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები