26 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
კახეთის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი დილის 8 საათზე დაიწყო

კახეთის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი დილის 8 საათზე, მშვიდ ვითარებაში დაიწყო. ადგილზე 200-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. იქ რეგისტრირებულია 244, 994 ამომრჩეველი, რომელთაგან 55, 50 თელავში, 43 საარჩევნო უბანზე აძლევს ხმას.

თელავში, დილიდან მაღალი აქტივობაა. ამომრჩევლები ამბობენ, რომ ხმის მიცემის ახალი პროცესი მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს. უმეტეს უბნებზე ხმის მიცემა ელექტრონული წესით მიმდინარეობს.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები