26 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებელი დავიდ ბიტანი: “საბოლოო ჯამში, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასება ძალიან დადებითია“

საბოლოო ჯამში, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასება ძალიან დადებითია, - ეს განცხადება საერთაშორისო დამკვირვებელმა, დავიდ ბიტანიმ გააკეთა.

მისი თქმით, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, საკუთარი არჩევანი თავისუფალ გარემოში დააფიქსირონ.

“ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება მაქვს, შთამბეჭდავია, რომ ამ დროისთვის უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა არჩევანის დასაფიქსირებლად. ვხედავ, რომ მათ აქვთ საშუალება ხმა თავისუფალ გარემოში მისცენ. საბოლოო ჯამში, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასება ძალიან დადებითია,“ - აცხადებს დავიდ ბიტანი.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები