27 ოქტომბერი 2024,   01:31
ვრცლად
"ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მოგვცა საშუალება, რომ ენჭისყრის დასრულებიდან 1:45 საათში გაგაცნოთ წინასწარი, პირველადი შედეგები" - გიორგი კალანდარიშვილი

"სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მოგვცა საშუალება რომ დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან 1 საათსა 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი, პირველადი შედეგები," - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

კალანდარიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, აპარატების დათვლილის გარდა, მიმდინარეობს ხელით გადათვლის პროცედურები.

"ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ. ამ დროისთვის, აპარატების დათვლილის გარდა, მიმდინარეობს ხელით გადათვლის პროცედურები, რომელიც გახლავთ ასევე უპრეცედენტო ქართული არჩევნების ისტორიაში. მას შემდეგ, როდესაც შედგება შესაბამისი შემაჯამებელი ოქმები ასევე განხორციელდება ბიულეტენების დიგიტალიზაცია.

ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნის შედეგები იტვირთება. დატვირთული არის კიდეც გარკვეული ნაწილი, რაც გადმოეცა კომისია ამ დროისთვის სპეციალურ Web-გვერდზე - results.cec.gov.ge და, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომნი იქნება ნებისმიერი ხელმისაწვდომი პირისთვის.

რაც შეეხება პირველად შედეგებს, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, როგორც მოგეხსენებათ, 3 111 უბნიდან 2 263 საარჩევნო უბანი გახლავთ მოდერნიზებული, რომელიც სრულად აღჭურვილია ტექნოლოგიური საშუალებებით, საიდანაც ამ ეტაპისთვის მოსულია 2 206 საარჩევნო უბნის შედეგი, რაც გახლავთ ამ ციფრის 97.48%. შესაბამისად, ვიდრე გაგაცნობთ შედეგებს, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები, რომელიც დათვლილია ტექნოლოგიური საშუალებების მიერ",  - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები