27 ოქტომბერი 2024,   01:29
ვრცლად
უსკოს წინასწარი მონაცემებით, აჭარის რეგიონში "ქართული ოცნება" 56.83 %-ით ლიდერობს

აჭარის უმაღლესი საბშოს არჩევნებში, ამ დროისთვის, უსკოს მიერ გამოქვეყნებული ელექტრონული არჩევნების წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 56.83 პროცენტით ლიდერობს.

ჯერჯერობით, უსკოს ვებ-გვერდზე, ხმების წინასწარი შედეგები ტრადიციული მეთოდით, არ გამოქვეყნებულა.

„ქართული ოცნების“ გარდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბარიერი გადალახა:“კოალიცია ცვლილებისთვის“- 8.59%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“-14.31%, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“-6.25%, „გახარია საქართველოსთვის“-8.87%.აჭარაში, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში რეგიონის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 197 814 ამომრჩეველმა. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38 % შეადგენს

დღის ამბები