27 ოქტომბერი 2024,   01:30
ვრცლად
"დიდი მადლობა საქართველოს, დიდი მადლობა ამომრჩეველს იმისათვის, რომ ასეთი შედეგი დაიდო" - მამუკა მდინარაძე

ცესკოს მიერ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა:

"ცესკოს საიტზე გამოქვეყნდა მონაცემები, "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა მყარი უპირატესობა, შესაბამისად, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე - ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და რომელმაც მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას". დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა, ბუნებრივია ჩვენს სხვის მხარდამჭერებზე ვერ ვისაუბრებთ და მგონია, რომ ეს ადამიანები არიან ისინი, ვისზე ზემოქმედებაც აგენტურამ პარტიებმა შეძლეს, თუმცა ყველას გააჩნია საკუთარი აზრი და ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ამავე დროს შევძლოთ და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სამშობლო ისევ მყარად იყოს, მშვიდობის, ღირსების შენარჩუნების საკითხში და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავაგრძელებთ ქართველების კეთილდღეობაზე ზრუნვას. დიდი მადლობა საქართველოს, დიდი მადლობა ამომრჩეველს იმისათვის, რომ ასეთი შედეგი დაიდო.

გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ცოტა მეტსაც ველოდით, თუმცა, როგორც ჩანს გახარიამ მოახერხა ჩვენს ხმებზე პარაზიტობა. ამისათვის იყო ის ჩანერგილი ამ სიტუაციაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები