27 ოქტომბერი 2024,   01:32
ვრცლად
მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ მშვიდობა, გავზარდოთ ეკონომიკა და საქართელო გავაწევრიანოთ ევროპულ ოჯახში - არჩილ თლაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე არჩევნების წინასწარ მონაცემებს ეხმიანება და საზოგადოებას ნდობისთვის მადლობას უხდის. 

"მადლობა ჩვენს საზოგადოებას ნდობისთვის, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის. 

წინასწარი შედეგები ცნობილია უკვე, დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" საბოლოო შედეგებითაც გაიმარჯვებს.

მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზე, ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც მივეცით ჩვენს მოქალაქეებს. მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ მშვიდობა, გავზარდოთ ეკონომიკა და საქართველო გავაწევრიანოთ ევროპულ ოჯახში," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები