27 ოქტომბერი 2024,   01:31
ვრცლად
"ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ეროვნული და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები" - კახა კალაძე

"თუკი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმისა, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება.

"ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმისა, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება და რევოლუცია. როდესაც შენ აწყობ გადატრიალებას, უნდა გქონდეს საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერა. დღეს ოპოზიცია, ეს რადიკალური დაჯგუფება არის დამარცხებული. თუკი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები