27 ოქტომბერი 2024,   01:30
ვრცლად
reuters: "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, უბნებზე დათვლილია ხმების 70%

საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე reuters-ი წერს.

მედიის ინფორმაციით, საქართველოს მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ოფიციალური ინფორმაციით, უბნებზე დათვლილია ხმების 70%.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე მოსახლეობის 58,94% გამოცხადდა.

ამასთან, reuters-ი ოპოზიციურ პარტიებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ოპოზიციური პარტიებიც არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ.

დღის ამბები