27 ოქტომბერი 2024,   01:35
ვრცლად
"ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს ეროვნული და პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები" - კახა კალაძე

"კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას," - ამის შესახებ "ქართული  ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ეროვნული და ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები.

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, მართლაც რომ ძალიან ემოციური დღეა იმიტომ, რომ ეს გამარჯვება პირველ რიგში სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს. რა თქმა უნდა ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები. დაცული იყოს პირველ რიგში ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები და რა თქმა უნდა არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად.

მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდა და თავისი პრინციპულობით იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები