27 ოქტომბერი 2024,   13:24
ვრცლად
ცესკო-ს მიერ დათვლილია უბნების თითქმის 100% - "ქართული ოცნება" 54,086%-ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის 3100 (99.646%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას" ხმათა 54,086% აქვს (1 117 480 ხმა).

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს:

"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" – 10.923% (225 680 ხმა);

"ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა" – 10.122% (209 137 ხმა);

"ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8.781% (181 424 ხმა);

"გახარია საქართველოსთვის" – 7.761% (160 354 ხმა).

დღის ამბები