27 დეკემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ეუთო/ოდირის მისიის პირველადი შედეგების შემდეგ, საარჩევნო პროცესთან და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯოდმარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის მისიის პირველადი შედეგების შემდეგ, საარჩევნო პროცესთან და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

პაპუაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკაშირებული ანგარიშიც დადებითი იყო.

"მინდა გამოვეხმაურო ეუთო/ოდირის მისიის პირველად შედეგებს და ანგარიშთან დაკავშირებით მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენ მანამდე ვიხილეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ასახავდა წინასაარჩევნო პერიოდს და წინასაარჩევნო პერიოდი აღწერილი იყო როგორც მშვიდი, როდესაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა თანაბარ გარემოში ეწარმოებინა კამპანია.

დღეს უკვე საუბარი იყო ბოლო 2 კვირის პერიოდზე და განსაკუთრებით საარჩევნო დღეზე. ვნახეთ ეუთო/ოდირის მხრიდან დასკვნა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები აღარ არის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებდათ, რასაც ზოგიერთი ოპოზიციონერი ცდილობს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები