28 ოქტომბერი 2024,   17:12
ვრცლად
შეფასება, სადაც ათი ნეგატიური შეფასებაა და ერთი პოზიტიური, არ არის ნეიტრალური შეფასება - სალომე სამადაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეფასება, სადაც 10 ნეგატიური და ერთი პოზიტიურია, ეს ნეიტრალური შეფასება არ არის.

მისი განმარტებით, ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასების საფუძველზე, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია ამ არჩევნების სამართლიანი და თავისუფალი ჩატარება.

"შეფასება, სადაც 10 ნეგატიური შეფასებაა და ერთი პოზიტიური, ეს არ არის ნეიტრალური შეფასება. ეს არის საკმაოდ მძიმე დასკვნა და ამ მძიმე დასკვნის გარდა, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ შორის, ეუთო/ოდირის წინასწარი შეფასების საფუძველზე, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია ამ არჩევნების სამართლიანი და თავისუფალი ჩატარება. დღეს, როდესაც დემოკრატიული სამყარო ითხოვს, რომ გამოძიებულ იქნას რა მოხდა, მათ შორის, ეუთო/ოდირის დეტალური ანგარიშიც იქნება პირველი შეფასების შემდეგ, რაც კიდევ უფრო მძიმე იქნება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

”კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნა ერთის მხრივ კრიტიკული იყო.

"ეუთო/ოდირის დასკვნა ერთის მხრივ იყო კრიტიკული. ჩვენ შეიძლება სათაურში ამოვიკითხოთ, რომ არჩევნებმა მეტ-ნაკლებად სამართლიანად ჩაიარა, თუმცა ყველა რეპორტი, რომელიც ინდივიდუალურად ჰქონდა სადამკვირვებლო მისიას, ძალიან კრიტიკულია და ეს ეუთო/ოდირის საბოლოო შედეგი არ არის. არ მიგვიღია არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად და ყველასთვის სამართლიანობა არ ყოფილა დაცული". - განაცხადა ”კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა.

დღის ამბები