28 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
"გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი, ახლა ყველა ცდილობს ერთ ქართველსაც კი დააჯერონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, უმძიმესი შეურაცხყოფაა ხალხის" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკუთარი ამომრჩევლის ძალიან დიდი შეურაცხყოფაა მათთვის იმის დაჯერების მცდელობა, რომ ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმა გაყალბდა.

"გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი, ყველა ახლა ცდილობს, რომ ერთ ქართველსაც კი დააჯერონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა. მე მგონი უკვე შეურაცხყოფაც არ ჰქვია ამას, უმძიმესი შეურაცხყოფაა ხალხის. შეიძლება რაღაც თეორია მოიგონო, სადაც 3 000-ხმიანი რაღაც დაადასტურო, მაგრამ 300 ათას ხმიან გაყალბებაზე რომ ელაპარაკებიან ხალხს, მე რომ ეს ვიღაცამ მკადროს, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს.

საპროტესტო აქციები ჩატარდეს, კი ბატონო, გამოხატონ. ამ რწმენაში თუ ვინმეა, რომ 40%-დან 54%-მდე შეიძლება გაყალბება, არ ვიცი... ამაზე თუ ვინმე სერიოზულად ილაპარაკებს, კი ბატონო, გააგრძელონ ამაზე ლაპარაკი და იყონ ამ რწმენაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები