28 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
თბილისში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი აშენდება

ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. სამუშაოები დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა "ავაზა"-ს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სტანდარტული ზომის და შედარებით მცირე ზომის მოედნები, აქ განთავსდება ადმინისტრაციული შენობაც, პროექტის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

სამუშაოები "ფიფას" და "უეფას" პროგრამების, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ტარდება. 

"წინა ხელისუფლების პირობებში იყო გასხვისებული, კონკრეტული ვალდებულება იყო, რომ 10 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინათ სტატუსი და შემდეგ უკვე აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეს სივრცე გამოყენებულიყო სხვადასხვა მიზნებისთვის და მათი სურვილი იყო, რომ კორპუსები აეშენებინათ. მოვახდინეთ აღნიშნული სივრცის ადგილმონაცვლეობა, წამოვიღეთ ეს ტერიტორია და გადავეცით ფეხბურთის ფედერაციას. დღეს უკვე კეთდება ორი საფეხბურთო მოედანი. ერთი იქნება სტანდარტული სრულფასოვანი, გარდა ამისა, ეწყობა ღამის განათება, ტრიბუნები მაყურებელთათვის, ასევე გასახდელები თავისი საშხაპეებით," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები