28 ოქტომბერი 2024,   19:31
ვრცლად
"დესტრუქციულ ოპოზიციას მოვუწოდებ, შეეგუონ იმ შედეგს, რაც არის, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ აქვთ რაღაც დავალებები სალომე ზურაბიშვილის ქვეშ" - ირაკლი კირცხალია

"მთავარი, რაც გაკეთდა ეუთო/ოდირის მიერ, არის, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში და ყველა პარტიის ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება თავისი აზრი დაეფიქსირებინა," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ "დღის კურიერში" განაცხადა.

კირცხალიამ ოპოზიციას მოუწოდა არჩევნების შედეგი მიიღონ.

"ნახეთ რამხელა აქტივობა იყო 2012 წლის შემდგომ და ეს ყველამ კარგად ნახა - ჩვენმა პარტნიორებმა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც და მოვუწოდებ მათ, რომ იყვნენ მაქსიმალურად ობიექტურები და პატივი სცენ იმ დიდ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ასევე, დესტრუქციულ ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ შეეგუონ იმ შედეგს, რაც არის, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ აქვთ რაღაც დავალებები, სალომე ზურაბიშვილის ქვეშ. გუშინ ვნახეთ, სალომე ზურაბიშვილი და ესენი ერთად შეკრებილი, კიდევ ერთხელ კონსტიტუციის დარღვევით, კიდევ ერთხელ ყოვლად არალეგიტიმური განცხადებებით. საქართველოს პრეზიდენტი ამ პარტიებთან ერთად ეპატიჟება ხალხს რუსთაველზე გასაპროტესტებლად. რის გასაპროტესტებლად?! თვითონ გჯერათ, რასაც საუბრობთ? - თქვენივე ამომრჩეველს არ სცემთ პატივს, როდესაც ასეთ არაადეკვატურ და სრულიად აცდენილ განცხადებებს აკეთებთ. ერთი ფაქტი მოგვიტანეთ," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები