28 ოქტომბერი 2024,   19:10
ვრცლად
"მთელი თავის მოღვაწეობა ატყუებდნენ ქართულ საზოგადოებას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან და შემდეგ უკვე ოპოზიციიდან" -  ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები ქართველ ხალხს ატყუებდნენ, რომ მმართველ გუნდს 40%-იანი რეიტინგი ჰქონდა, დღეს კი, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 54% აიღოთ, არ სურთ აღიარონ, რომ ისინი თავიანთ ამომრჩეველს ატყუებდნენ, ამიტომ, ამის ნაცვლად ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამის შესახებ ირაკლი კირცხალიამ გადაცემა "დღის კურიერში" განაცხადა.

"როდესაც შენ დესტრუქციული ფლანგიდან ეუბნებოდი შენს ამომრჩეველს რაღაც სიზმრებს, რომ "ქართულ ოცნებას" 30%, 35%, 41%-ის რეიტინგი აქვს და რეალობა დადგა, რომ 54% აიღო, ამის შემდგე აქვთ ორი გზა, ან უნდა უთხრან ხალხს, რომ მე თქვენ გატყუებდითო, რაც არის სიმართლე, რისი ღირსება და თავმოყვარეობაც არ აქვთ, ან უნდა უთხრან 100 000-ობით ხმა "ქართულმა ოცნებამ" გააყალბაო. მთელი თავის მოღვაწეობა ატყუებდნენ ქართულ საზოგადოებას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან და შემდგე უკვე ოპოზიციიდან. ამათ თავიანთი ამომრჩეველი და ქართველი ხალი ვინ ჰგონიათ, ვის ესაუბრებიან, სად ჰგონიათ თავი, ჰგონიათ, რომ პაპუასებს ესაუბრებიან ან ამებებს?", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები