28 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
"დილიდან, დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო" - ცესკოს პრესსპიკერი

"დღეს დილიდან დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო" - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით, ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია:

"დღეს დილიდან დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, დაინტერესებული მხარეების მიერ გამოქვეყნებული რიცხვები არ ემთხვევა რეალურად ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს. ნათელია, რომ ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, რეალურად არჩევნების პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ დაინტერესებული მხარეების პროცესის დისკრედიტაციას არარეალური ფაქტებით ცდილობენ. ამომრჩეველთა ერთიანი სია, მათ შორის ოლქების მიხედვით, საჯაროა ახლაც და საჯარო იყო ყველა ჩართული მხარისთვის არჩევნებამდეც.

საარჩევნო წლის მანძილზეც საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გამოითხოვეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

საარჩევნო სუბიექტები და დამკვირვებელი ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის იმ მონაცემებით, რომლითაც ჩატარდა არჩევნები. ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და არ მივცემთ დაინტერესებულ მხარეებს იმის საშუალებას, რომ შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩევლები", - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

დღის ამბები