28 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ამ წუთებში, "თბილისი მერიოტში" დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ დიდი სხვაობით გაიმარჯვა, ამიტომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უნდა აუხსნან თუ რა და როგორ მოხდა.

"ძალიან კარგად იცით, რომ ოპოზიციამ ძალიან დიდი სხვაობით გაიმარჯვა ამ არჩევნებზე. დიახ, დიპლომატიურ კორპუსს აუცილებლად უნდა ავუხსნათ, თუ რა, როგორ და რანაირად მოხდა. ჩვენ ვიდგები ისევ ერთად. მთელს მსოფლიოს დავანახებთ რა არის ქართველი ხალხის არჩევანი", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

დღის ამბები