26 დეკემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ლიბანის ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ ლიბანში ისრაელის გუშინდელმა თავდასხმებმა 60-ზე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ომი კვლავ მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში. ლიბანის ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ ლიბანში ისრაელის გუშინდელმა თავდასხმებმა 60-ზე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არის ათობით დაშავებული.

ევაკუაციის ბრძანების შემდეგ საჰაერო იერიშები იყო ისტორიულ საპორტო ქალაქ ტვიროსზე. თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ტვიროსში მეორედ დაბომბეს "ჰეზბოლას" ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო და იარაღის საცავი.

საპასუხოდ "ჰეზბოლამ" თავდასხმები განახორციელა ისრაელის ჯარებზე. მათი თქმით, იერიში სამხედრო აღჭურვილობის ქარხანაზე მიიტანეს, თუმცა ზიანისა ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ღაზის სექტორში კი ისრაელის არმიამ საავადმყოფოს დარბევის ვიდეო გაავრცელა, რომლის დროსაც, მათი განმარტებით, "ჰამასის" დაახლოებით 100 მებრძოლი დააკავეს.

"ჰამასმა" საავადმყოფოში მებრძოლების ყოფნა უარყო. ანკლავის ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ისრაელის ჯარებმა კლინიკაში სამედიცინო პერსონალი დააკავა და ჰოსპიტალში არსებული აღჭურვილობა დააზიანა.

 

დღის ამბები