26 დეკემბერი 2024,   22:24
ვრცლად
"არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას კონფლიქტის "გაყინვით" აპირებს" - Financial Times

"არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას კონფლიქტის "გაყინვით" აპირებს," - წერს Financial Times.

გამოცემის ცნობით, ტრამპის გუნდის გეგმის მიხედვით, კონფლიქტი, შესაძლოა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გარეშე, საზღვრის ორივე მხარეს, ავტონომიური და დემილიტარიზებული ზონების შექმნით გადაწყდეს.

ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი ამბობს, რომ გეგმა შეიძლება 2014-2015 წლების მინსკის წარუმატებელი შეთანხმების გაცოცხლება იყოს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ თუ შეთანხმება დაირღვევა, რუსეთს ეკონომიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება. შესაძლოა, საუბარი იყოს რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების შემცირებაზე.

 

დღის ამბები