04 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
“თუ გამოაქვეყნებდნენ პარალელურ დათვლას, რომელიც აჩვენებდა, რომ წესრიგში იყო ოქმები და მისი დაჯამება, ეს სპეკულაციები დასრულდებოდა, ზუსტად იმისთვის, რომ ეს სპეკულაციები იყოს, ISFED-ი მალავს პარალელური დათვლის შედეგებს“ - შალვა პაპუაშვილი

ISFED-ი ისევ უარს ამბობს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებაზე, რომელიც ცესკოს მონაცემებს ემთხვევა. დღეს “სამართლიანმა არჩევნებმა“ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და დარღვევებზე ისაუბრა.

ISFED-ი არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას ეთანხმება, გაუქმდეს შედეგები ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ორგანიზაციას გაასაჯაროოს პარალელური დათვლის მონაცემები. მათი შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციაა.

“თქვენ ნახავდით სოცქსელში დროდადრო სკანდალები მოდის ოქმებთან დაკავშირებით, ხან რაღაც ქვითარი არ ემთხვევაო, ხან რაღაც ოქმში შესწორება არისო. ზუსტად ამის დამზღვევი არის პარალელური დათვლა. ისინი თუ გამოაქვეყნებდნენ პარალელურ დათვლას, რომელიც აჩვენებდა, რომ წესრიგში იყო ოქმები და მისი დაჯამება, ეს სპეკულაციები დასრულდებოდა.

ზუსტად იმისთვის, რომ ეს სპეკულაციები იყოს, ISFED-ი მალავს პარალელური დათვლის შედეგებს, რაც არის არა მხოლოდ ISFED-ის, არამედ უპირველეს ყოვლისა მისი დონორის პასუხისმგებლობა, მათ შორის NDI-ის პასუხისმგებლობა, რომლის მეთოდოლოგიითაც ტარდება პარალელური დათვლა და NDI-ის მისიის ხელმძღვანელმა, არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგის დროს თქვა, რომ დაველოდოთ, გამოქვეყნდება პარალელური დათვლის შედეგებიო. 12 საათზე უნდა გამოქვეყნებულიყო, შემდეგ გადაიწია, 1, 2, 3 საათი, არ გამოქვეყნდა და მას შემდეგ, რაც მოიკითხა სხვადასხვა სუბიექტმა რა ხდება ამ მხრივ, ბოლოს განცხადება გვაღირსეს ქართველ ხალხს“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები