04 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
“აბსურდულია პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ არჩევნების გაყალბების თემაზე გამოძიება დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტიდან“ - ანა დოლიძე

“აბსურდულია პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ არჩევნების გაყალბების თემაზე გამოძიება დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტიდან“ - ამის შესახებ კოალიციის “ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საუბრობს. ამბობს, რომ პროკურატურას და სასამართლოს ნდობა არ აქვს.

“აბსურდულია პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ არჩევნების გაყალბების თემაზე გამოძიება დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტიდან. პრეზიდენტი არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის ბუნებრივია, პირველწყარო გაყალბებაზე ინფორმაციისა ვერ იქნება. ჩვენს პროკურატურას და სასამართლოს ვერავითარი სანდოობა და ლეგიტიმურობა ვერ ექნება, იგივეა, რომ მგელს სთხოვო ცხვრის უფლებები დაიცვას,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

შეფასებას აკეთებს პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდიაც.

“აქცენტი მხოლოდ პროკურატურის და შიდა გამოძიებაზე არ კეთდება, არც ევროკავშირის, არც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, და არის საუბარი სანდო გამოძიებაზე, რომელიც არ არის პროკურატურა.“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

პროკურატურა კი აცხადებს, რომ გამოძიების პროცესს აფერხებს გარემოება, რომ გარკვეული პირები, რომლებიც ამბობენ, რომ მტკიცებულებები აქვთ, უარს აცხადებენ ინფორმაციის მიწოდებაზე.

დღის ამბები