08 დეკემბერი 2024,   04:00
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, საქართველოში უკანონოდ მყოფი 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, საქართველოში უკანონოდ მყოფი 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა, საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულებით გაიყვანეს.

მიგრაციის დეპარტამენტსა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის კოორდინაციის შედეგად, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნიდან გააძევეს უცხო ქვეყნის 384 მოქალაქე, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 26%- ით მეტია.

დღის ამბები