26 დეკემბერი 2024,   13:58
ვრცლად
საფრანგეთის ქალაქ პუატიეში კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა

ხუთშაბათ საღამოს, საფრანგეთის ქალაქ პუატიეს ერთ-ერთ რესტორანში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი სროლა მასშტაბური დაპირისპირების მიზეზი გახდა.

დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი მოზარდი. სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს თქმით, რესტორანში მომხდარი სროლის შემდეგ ქუჩაში 400-დან 600-მდე პირი გამოვიდა, რომლებიც სხვადასხვა სახის იარაღით იყვნენ აღჭურვილნი და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში ჩაერთო.

ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება გახდა საჭირო. დაპირისპირებული მხარეები ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს.
მინისტრის თქმით, წესრიგის აღდგენას საათზე მეტი დრო დასჭირდა.

ბრუნო რეტაიოს განცხადებით, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულმა ძალადობამ საფრანგეთში უკვე საგანგაშო ზღვარს მიაღწია. მისი თქმით, ის მომავალ კვირას, მარსელში წარადგენს ტრეფიკინგთან ბრძოლის ახალ მიდგომებს, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავა.

დღის ამბები